სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმიური შემოწმება. აჭარის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებმა ხორცისა და რძის პროდუქტების მაღაზიების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები შეამოწმეს. დარღვევები ამ ეტაპზე არაა აღმოჩენილი.
სურსათის უვნებლობაში ძირითად პრობლემად ბათუმის აგრარულ ბაზარას და გარე-მოვაჭრეებს ასახელებენ, ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში დარღვევების აღმოფხვრას სათანადოდ ვერ აკონტროლებენ.