დედამიწის მოსახლეობა 2024 წელს 71 მილიონი ადამიანით გაიზარდა

01 იანვარი 2025, 16:28 176 ნახვა

პლანეტა დედამიწის მოსახლეობა 2024 წელს 71 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 8,09 მილიარდი შეადგინა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს დედამიწის მოსახლეობა 2023 წელთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარში ვარაუდობენ, რომ წამში ერთხელ საშუალოდ 4,2 ახალშობილი დაიბადება, ხოლო 2 ადამიანი გარდაიცვლება.

ამასთან, გამოქვეყნდა აშშ-ის მოსახლეობის მონაცემები, რომლის თანახმად 2024 წელს ის 2,6 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 2025 წლისთვის 341 მილიონს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში