ლიეტუვა არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ბუდრისის თქმით, ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და სანქციების დაწესება მისი პოლიტიკოსების მიმართ არ არის მიმართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისკენ.
ბუდრისის თქმით, ამ სხვადასხვა საკითხის გაერთიანება ზიანის მომტანია. „არჩევნები, დემოკრატიული სტანდარტები, ეუთო, საარჩევნო ანგარიშები, ევროინტეგრაცია – ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისევე როგორც ადამიანებზე, რომლებიც აორგანიზებენ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას ქუჩაში და ათავსებენ მათ გისოსებს მიღმა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, უფრო ფართო სანქციების დაწესებისას მნიშვნელოვანია მეტი თანამოაზრე ქვეყნების პოვნა.