საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა

30 დეკემბერი 2024, 10:19 369 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის და მინისტრების კანდიდატურები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ თორნიკე რიჟვაძეა წარდგენილი. არ იცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე არიან წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს ნდობა უმაღლესმა საბჭომ უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე უნდა გამოუცხადოს. როდის ჩაინიშნება სხდომა ჯერ უცნობია.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში