ერთობის ჯაჭვი ბათუმში

28 დეკემბერი 2024, 17:57 142 ნახვა

ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა ბათუმში, ბულვარში, ზღვისპირა ზოლზე. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია ისინი აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.
ამასთან, აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით, დასავლეთმა ქართველი ხალხის ერთობა ევროპულ გზაზე უნდა ნახოს. მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ერთობის ჯაჭვს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან ერთად დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში