192 მომხრე 0 წინააღმდეგი - სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დუკ-სოს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დუკ-სო პრეზიდენტის მოვალეობას ბოლო 2 კვირის განმავლობაში ასრულებდა, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჩოი სანგ-მოკი შეასრულებს, რომელიც ასევე იქნება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც.