ქვემო სილეზიის დელეგაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები შეხვდნენ. პოლონელმა მედიკოსებმა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ქვემო სილეზიასთან რეგიონი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, განსაკუთრებით კი, სამედიცინო სფეროში. რეგიონის ექიმები პოლონეთში რამდენიმე მიმართულებით გადამზადნენ. დელეგაციის წარმომადგენლები რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ.