ბათუმში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებითი საახალწლო ბაზრობა წელსაც გაიხსნა. მოქალაქეებს აქ ბუნებრივი ნაძვისა და ფიჭვის ტოტებით აწყობილი ნაძვის ხეების, ასევე საახალწლო აქსესუარების შეძენა შეუძლიათ.
ნაძვის ხის და ჩიჩილაკის ფასი 50 -დან 200 ლარამდეა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ ღია ცის ქვეშ მუშაობ უჭირთ და წვიმის დროს საახალწლო აქსესუარები სველდება. ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობა თვის ბოლომდე გაგრძელდება .