საახალწლო ღონისძიება გაიმართა ხულოში. ღონისძიება მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
ადგილზე მოწყობილი იყო სხვადასხვა ინსტალაციები, საბავშვო კუთხეები, გამოფენა გაყიდვები.
ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები და მოწვეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. საზეიმო ცერემონია დღის ბოლოს გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.