საახალწლო ნაძვის ხე აინთო ქედაში. ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ელესამ“ გააფორმა.
17 მეტრის სიმაღლის მთავარი საახალწლო ატრიბუტი ამჯერად ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში განთავსდა.
ნაძვის ხის ანთებამდე კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლე ახალგაზრდობასთან მუშაობის მხატვრული კითხვისა და სიმღერის წრის მოსწავლეები, სალოტბარო, სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
დღესასწაულისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ილუმინაციები და ქუჩის განათებები დაამონტაჟა.საახალწლო ღონისძიებები ქედაში 14 იანვრამდე გაგრძელდება.