ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, დავით სონღულაშილი და თორნიკე რიჟვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
საწარმო 24 საათის განმავლობაში 120 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხებას და პარაფინირებას ახორციელებს. დავით სონღულაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ქარხანაც დაათვალიერეს. წელს აჭარაში 1 თებერვლამდე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სახელმწიფო სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე 35 თეთრია. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის. ამ დროისთვის 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 16 მილიონამდე დოლარი შეადგინა;