კალიფორნიაში ძლიერი შტორმის შედეგად ნავმისადგომის ნაწილი ტალღებმა გაიტაცა

25 დეკემბერი 2024, 11:52 126 ნახვა

ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ  სანტა კრუზში დრონის ნავმისადგომის ნაწილი ძლიერი შტორმის შედეგად  ჩამოინგრა და იგი წყალმა გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა  ორი ადამიანი გადაარჩინეს, მესამემ კი ნაპირზე გაცურვა შეძლო.  დრონმა ნავმისადგომის ჩამონგრეული ნაწილი დააფიქსირა , რომელიც ოკეანეში მიცურავს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ იგი გემებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ნავმისადგომის ის ნაწილი, რომელიც ჩამოინგრა, გასულ წელს ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა და რესტავრაცია უტარდებოდა. ნავმისადგომის ამ ნაწილში  საზოგადოებრივი ტუალეტები და რესტორანი იყო განთავსებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში