ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ

25 დეკემბერი 2024, 11:18 284 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ, დაფინანსების შეჩერებას ეხმაურება და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. ისინი მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და  განცხადება გაავრცელეს. 

საკრებულოს წევრების ინფორმაციით, დაფინანსების შეჩერებით, შეჩერდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია  „აჭარისწყლის ალიანსისა“  და KFW-ს პროექტებით. საუბარია წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე. აღნიშნული პროექტი წლებია ხორციელდება და მეხუთე ფაზისთვის 78 მილიონზე მეტი ევროა საჭირო.

ოპოზიციის წევრების განმარტებით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსების შეჩერება, ბათუმისა და მასთან შემორთებული ტერიტორიის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

მათი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები სისტემის მოწესრიგებასთან ერთად მომსახურებასაც ითვალისწინებდა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ცენტრალურთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს. ისინი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და როგორც კოლეგების, ასევე ბათუმის მერისგან განმარტებებს ითხოვენ.  საკრებულოში აცხადებენ, რომ ოპოზიციას მერიაში უპასუხებენ, თუმცა მუნიციპალიტეტში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში