თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო

23 დეკემბერი 2024, 17:52 123 ნახვა

„თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“ - ამ თემაზე პლატფორმა "სფიჩის" და "კავკასიადას" ორგანიზებით, ბათუმში სემინარი გაიმართა.

სემინარის ფორმატი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ამერიკასა და გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების შეხვედრებს და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

პროფესორები მსმენელს STEM მიმართულებით არსებული სიახლეებსა და გამოწვევებს აცნობენ. მასტერკლასები ტარდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში