ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს, თუმცა მოუწევთ, შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას - ირაკლი კობახიძე „მაკკეინის ინსტიტუტზე“

22 დეკემბერი 2024, 14:34 121 ნახვა

ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.

„ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე გამოირჩეოდნენ წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ა.შ. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ძალაუფლება, თუმცა, მათ მოუწევთ, შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში