გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, მამია ვარშანიძის ქუჩიდან ჟიული შარტავას გამზირის მიმართულებით ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩისა და პირველი ჩიხის სრულ რეაბილიტაციას.
მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა დაათვალიერა, პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.