საკალათბურთო კლუბმა “ბათუმმა” შინ “კსუ” დაამარცხა

20 დეკემბერი 2024, 22:38 80 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და მეტოქე 71:64  დაამარცხა.

ბათუმელთა რიგებში საუკეთესო ლუკა კალატოზიშვილი იყო, რომელმაც 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტუმარათგან კი 16 ქულით შამარ ვრაითი გამოირჩა. 

9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 28 დეკემბერს სტუმრად ტყიბულის „ორბის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში