რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
აფეთქებები კიევის რამდენიმე უბანში მოხდა. გოლოსეევსკის რაიონში დაზიანდა საოფისე შენობა, გზის საფარი და გაზსადენი. ცეცხლი ხუთ მანქანას გაუჩნდა.
დნეპრის რაიონში დაუმთავრებელი შენობა დაზიანდა. სოლომენსკოეში შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ნამსხვრევები შევჩენკოს რაიონშიც ჩამოვარდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად გოლოსეევსკის რაიონში გათბობის მაგისტრალი დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ.