სროლა აშშ-ის სკოლაში - არის მსხვერპლი

17 დეკემბერი 2024, 09:01 260 ნახვა

15 წლის გოგონამ ვისკონსინის სკოლაში  ცეცხლი გახსნა, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანაკლასელსა  და მასწავლებელს, ასევე მძიმედ დაჭრა კიდევ ექვსი ადამიანი, სანამ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა - განაცხადა პოლიციამ.

სროლა მედისონის კერძო სკოლაში მოხდა, სადაც 400 მოსწავლე საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასამდე სწავლობს.

სროლის შედეგად დაშავებულ ორ მოსწავლეს  სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნებოდა, - განაცხადა მედისონის პოლიციის უფროსმა შონ ბარნსმა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მსროლელი ნატალი რუპნოუ იყო, რომელსაც ასევე ერქვა სამანტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში