პრემიერის ინტერვიუ აზერბაიჯანულ არხთან

14 დეკემბერი 2024, 11:50 242 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან - ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული აგრესიული ქმედებებით მიაღწიოს წარმატებას ქუჩაში, თუმცა მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, შესაბამისად შედეგს ვერც ქუჩაში მიაღწიეს.

ასევე საუბრობს საპროტესტო აქციებზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე და აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ძალადობას მაქსიმალურად რბილი ძალა დაუპირისპიროს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში