აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

13 დეკემბერი 2024, 10:04 228 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. აუდიენციას ანკარაში ასევე ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ერდოღანმა და ბლინკენმა განიხილეს სირიაში განვითარებული მოვლენები.

„თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ სირიაში ინსტიტუტების რეკონსტრუქციისთვის”, – ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ერდოღანმა ასევე განუცხადა ბლინკენს, რომ თურქეთი მიიღებს პრევენციულ ზომებს სირიაში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტებად მიიჩნევს.

როგორც მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და თურქეთის საერთო ინტერესია, მხარი დაუჭირონ სირიას ანგარიშვალდებული და ინკლუზიური მთავრობის გარდაქმნაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში