21 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება - ინგოროყვას კლინიკა

11 დეკემბერი 2024, 16:35 245 ნახვა

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ შეინიშნება 21 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პირველივე დღიდან უკეთდება თვალის მდგომარეობის შეფასება. რაც შეეხება მხედველობის ფუნქციის ზუსტ შეფასებას, ეს მოითხოვს გარკვეული ტიპის ინსტრუმენტულ კვლევებს, რომელიც ახლა ვერ მოხერხდება. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ ჩავატარებთ აღნიშნულ პროცედურებს. მთავარია ნევროლოგიური სტატუსი და ჯანმრთელობის სტაბილიზაცია, შემდგომ უკვე თვალის საკითხი გადაწყდება.

პაციენტი ჯერჯერობით რეანიმაციაში დარჩება, მისი მდგომარეობა არ არის იმ დონემდე მისული, რომ პალატაში გადავიყვანოთ. აქ გარკვეული ტიპის პლასტიკური და აღდგენითი ოპერაციაც გახლავთ ჩასატარებელი, რამეთუ დაბინძურებული იყო ღია ჭრილობა, რის გამოც პაციენტი მოხვდა ჩვენთან. ვერცერთ შემთხვევაში პირველივე ეტაპზე ვერ დასრულდებოდა ტრავმის ანულირებაც, პლასტიკური ოპერაცია და თავის ქალას მთლიანობის აღდგენა. ასე რომ, ხანგრძლივი პროცესია, ხანგრძლივი სამკურნალოა და სარეაბილიტაციო ღონისძიებები დასჭირდება“, - განაცხადა ჭელიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში