ბათუმელი ხელოვანი ძმების - ვაჟა და გელა გორგილაძეების პერსონალური პირველი გამოფენა გაიმართა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში.
გამოიფინა 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია გრაფიკის და გობელენის ტექნიკაში.
ძმები გორგილაძეები სიცოცხლის ბოლომდე სამხატვრო სკოლის პედაგოგები იყვნენ.
ხელოვანების ნამუშევრები სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში 25 დეკემბრამდე გამოიფინება.