ცვლილება პოლიციის შესახებ კანონში - “ძლიერი საქართველოს” ბრიფინგი 

10 დეკემბერი 2024, 14:10 305 ნახვა

ცვლილება პოლიციის შესახებ კანონში - ''ძლიერი საქართველოს'' წევრები ამბობენ, რომ ოცნების ახალი ინიციატივა მიანიშნებს სამართალდამცველთა უმრავლესობის უარზე  შეასრულოს რეჟიმის მითითებები, ამიტომ სჭირდებათ დამატებითი რესურსის მობილიზება და უწყებაში მარტივად ყველა იმ პირის შეყვანა, ვინც ოპოზიციის შეფასებით, ძალადობრივ მითითებებს შეასრულებს.

ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ ეს ცვლილება უკიდურესად არასწორია.

პოლიტიკოსების თქმით,  ცვლილებები  ვერ შევა კანონში, რადგანაც მოქალაქეთა პროტესტი ქვეყანას  ახალ არჩევნებამდე მიიყვანს, რის შემდეგაც საპოლიციო სისტემა სრულად რეფორმირდება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში