 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი, უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტებს შორისააკობა ხაბაზზე თავდასხმის შემთხვევაც.
რაც შეეხება „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ორ ადამიანს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            