აქციის მონაწილეთა მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა

04 დეკემბერი 2024, 09:01 142 ნახვა

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაასრულეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია 19:00 საათზე კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან განახლდება.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა.

საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში