პრემიერ-მინისტრი საჯარო დებატებზე

03 დეკემბერი 2024, 18:29 148 ნახვა

არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“. მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში