“დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები” - აქცია ბათუმში

19 აპრილი 2017, 00:00 5480 ნახვა

"დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები, არ გადაწონო სიცოცხლე" - საქართველოს პროკურატურამ  და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებმა ბათუმში აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში ბათუმის ქუჩები ფერადი ცარცით მოიხატა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საგზაო შემთხვევები გახშირდა ბოლო პერიოდში და ამ აქციის მიზანი სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციაა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში