აქციები ბათუმში

02 დეკემბერი 2024, 18:23 168 ნახვა

ბსუ, საზღვაო აკადემია, მერვე საჯარო სკოლა, სამინისტროები, იუსტიციის სახლი და პროკურატურა - ეს ის ლოკაციებია სადაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ მსვლელობით გადაინაცვლა.
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ნაწილი გაიფიცა, მათ სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები გმობენ დედაქალაქში არსებულ სიტუაციას და სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაშავებულებს. შეკრებილები საპროტესტო აქციებსა და გაფიცვას აანონსებენ მანამ, ვიდრე მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში