სტუდენტების გაფიცვა ბათუმში

02 დეკემბერი 2024, 14:38 291 ნახვა

დილით აქცია იყო ბსუ-თან, საიდანაც  გადაინაცვლეს ჯერ საზღვაო აკადემიასთან. აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციებზე - ბათუმში სტუდენტების ნაწილი გაიფიცა.

ტრანსფარანტებით ხელში მათ შეუერთდნენ მოსწავლეები და ახალგაზრდები ქობულეთიდან. აქციაზეა ლექტორ-მასწავლებლების ნაწილიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ახლა ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან მათი შეფასებით სწორედ ეს არის  ისტორიის სწორ მხარეს დგომა.

აქციის პარალელურად ბსუ-ში  იმართებოდა აკადემიური საბჭოს სხდომა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა სწრებადობა იყო დაბალი. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ბსუ-ს ეზო დატოვეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში