საპროტესტო აქცია ბათუმში

02 დეკემბერი 2024, 10:03 227 ნახვა

საპროტესტო აქცია უცვლელი მოთხოვნებით   ბათუმში, როგორც უკვე  მოისმინეთ   ამ წუთებშიც იმართება,  15 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აპირებენ შეკრებას.   გუშინ  კი გვიან ღამემდე გაგრძელდა საპროტესტო შეკრება და ქუჩებში მსვლელობა. თავდაპირველად აქტივისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ,საიდანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, რადგან  აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი იმართებოდა.  

მოსამართლემ რამდენიმე დაკავებულს   ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს  7 დღიანი,  კიდევ ერთი კი  2000 ლარით დააჯარიმა.   დაკავებულებს ედავებიან   წვრილმან ხულიგნობას,   საზოგადოებრივ წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას.  გამოძიება დაწყებულია 173-ე მუხლითაც.  

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

საბოლოოდ პროტესტი ევროპის მოედანზე დასრულდა, სადაც სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე თბილისში მიმდინარე მოვლენებს აჩვენებდნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში