2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით, კონკურენტულ გარემოში და ეს ეუთო/ოდირის დასკვნითაც დადასტურდა. მილიონ 120 000 ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ რაღაც საზოგადოებრივი მუხტის შექმნას, დაძაბვას, ხალხის მოტყუებას და მერე უკვე საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების განხორციელებას.
"არის რამდენიმე მკაფიოდ გამოხატული სიმართლე, რომლის უგულებელყოფასაც ცდილობენ, ზოგადად, საქართველოს და ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ.
ამით ცდილობენ რაღაც საზოგადოებრივი მუხტის შექმნას, დაძაბვას, ხალხის მოტყუებას და მერე, უკვე, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების განხორციელებას.
ეს რამოდენიმე სიმართლე მდგომარეობს შემდეგში: პირველი არის ის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით, კონკურენტულ გარემოში და ეს ეუთო/ოდირის დასკვნითაც დადასტურდა. მილიონ 120 000 ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. ეს არის სიმართლე. აი, ეს სიმართლე არ აწყობს, არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, არ მოსწონთ მათი დავალების მიმცემებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა მათიკაშვილმა.