29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს დედაქალაქის მთავარ სამმართველოში ომბუდსმენი ხვდება. ლევან იოსელიანს შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებული და დაშავებული პირები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა ნაკაწრები და სიწითლე, როგორც ადვოკატი საუბროს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.