აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრი

29 ნოემბერი 2024, 10:02 90 ნახვა

კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ აქციიდან მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე დაშავებულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენს კლინიკაში ადამიანები შემოყვანილები არიან სხვადასხვა ტრავმით. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკური კვლევები. შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არცერთ პაციენტთან არ ვლინდება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ“, - განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ნიკა კაპანაძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა სამედიცინო ბრიგადებმა აღმოუჩინეს. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. ასევე სამართალდამცველებიც.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში