შსს - აქციაზე ერთი პოლიციელი დაშავდა

29 ნოემბერი 2024, 00:06 112 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ერთი პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს.

შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“.

სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს სამინისტრო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში