ბათუმში ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს

28 ნოემბერი 2024, 20:56 159 ნახვა

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხის არჩევანი ევროპულია, რასაც ხელისუფლება ვერ შეცვლის. ევროინტეგრაცია ქვეყნის მთავარი კანონით, კონსტიტუციითაა განსაზღვრული და  ამ ჩანაწერს ვერავინ წაშლის - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში