არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მოწოდებას კიდევ ერთხელ იმეორებენ.
რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი:
მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება.