მასობრივი პროტესტი თურქეთში

18 აპრილი 2017, 00:00 2244 ნახვა

თურქეთში რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ  მასობრივი პროტესტია.  ასობით ადამიანი სტამბოლის, ანკარისა და იზმირის ქუჩებში გამოვიდა.  საპროტესტო მსვლელობების რაიონი პოლიციის ალყაშია მოქცეული.

ანტალიაში  14 ადამიანი დააკავეს.  საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მმართველობის საპრეზიდენტო ფორმის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ფაქტობრივად, შეუზღუდავ უფლებამოსილებას  ანიჭებს.  ეს კი პრემიერ-მინიტრის თანამდებობის გაუქმებას და  პრეზიდენტის ახალ უფლებებს ნიშნავს.  

ახლა ერდოღანს თავად შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება, მინისტრების მოხსნა და დანიშვნა, ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.  მასობრივი მღელვარების ფონზე, თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა.  ოპოზიცია  ირწმუნება, რომ რეფერენდუმი დარღვევებით ჩატარდა და კენჭისყრის შედეგების  გაბათილებას, სასამართლოს გზით ცდილობს. 

ამავე კატეგორიაში