კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიმართვა უსკოს 

27 ნოემბერი 2024, 14:05 116 ნახვა

„კოალიცია ძლიერი საქართველოს “ სიის პირველმა ნომერმა, გენო თებიძემ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიის ჩახსნის მოთხოვნით უკვე მიმართა.

უსკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კოალიციის განცხადებაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საარჩევნო კომიიის თავმჯდომარე მიიღებს.

„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პირველი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც უსკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერი კიდევ სამმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ისინი საკანონმდებლო საქმიანობაზე უარს აცხადებენ, თუმცა სიების ჩახსნის მოთხოვნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში