2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

27 ნოემბერი 2024, 14:34 77 ნახვა

3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ მდებარეობაში, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  

სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რაც უზრუნველყოფს 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას.

სოფლების წყალმომარაგების მიზნით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჯამურად 300,000 ბენეფიციარისთვის 24 სთ-იანი წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.

წყალარინების სამსაფეხურიან ბიოლოგიურ გამწმენდ არსებულ 6 ნაგებობას დაემატება 11 ახალი გამწმენდი ნაგებობა, - წერია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრომაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში