ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმებამ უნდა დაასრულოს კონფლიქტი ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გასულ წელს ღაზის ომის შემდეგ.
ისრაელი ეტაპობრივად გაიყვანს თავის ძალებს 60 დღის განმავლობაში და ლიბანის არმია აღადგენს ისრაელის საზღვართან ტერიტორიებზე კონტროლს, რათა უზრუნველყოს, რომ ჰეზბოლამ ვერ შეძლოს იქ ინფრასტრუქტურის აღდგენა - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის მიერ ცეხხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემდეგ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმა იაპონია. იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტოკიო მტკიცედ უჭერს მხარს შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ძალისხმევას, ხელი შეუწყონ ამ შეთანხმების სრულად შესრულებას.