ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი - კონფერენცია ამ თემაზე სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გაეროს პროექტთან თანამშრომლობით გამართა.
კონფერენციაზე 4-წლიანი მუშაობის შედეგები და ტენდენციები იყო წარმოდგენილი.
როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გამოწვევად რჩება.
იოსელიანი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ფემიციდის მიმართულებით უფრო ეფექტური ზომები გაატარონ.