პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება - მამუკა მდინარაძე

26 ნოემბერი 2024, 14:03 100 ნახვა

პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში უნებართვო ვიზიტებს ახორციელებდა, საქართველოს პარლამენტმა გადაიხია თავზე კონსტიტუციაო. რაღაზე ველაპარაკოთ?! პრეზიდენტი მინიმუმ ასეთი არ უნდა იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. დანარჩენი - ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით.

„ჯაშუშებმა საკუთარი უსუსურობა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით. წარმოუდგენელი ამბავია, მათ უნდა აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს აბრალებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით.

 

პოლიტიკური რესურსი ნული აქვთ, რადგან ქართველებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან, სიბრძნიდან გამომდინარე მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არავითარი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტია მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს იმას ნიშნავს იმას, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია და ახლა ცდილობენ, რომ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციიდან მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ დაწერენ.

„ჩემი აზრით, გამორიცხულია, მათ მანდატები დატოვონ. რეალურად, ახლა ეს ხალხი ეძებს გამოსავალს, დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებებს, ყველა მით უმეტეს არ დაწერს. მეორე დღეა, აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება, მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ.

საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან. ვისაც ეტყვიან, დატოვეო, დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩითო, დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ. მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, არცერთი არ უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ. თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი