საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

26 ნოემბერი 2024, 10:13 258 ნახვა

პრეზიდენტის არჩევნების თარიღი საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა ჩანიშნოს. ცნობილია, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნებიც და ინაუგურაციაც დეკემბერში შედგება.

წელს, არჩევნები სრულიად განსხვავებული სისტემით, ამერიკული მოდელით ჩატარდება და პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ ხალხის მიერ არჩეული დელეგატები აირჩევენ. საუბარია 300 წევრისგან შექმნილ საარჩევნო კოლეგიაზე. პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიას ხმათა უმრავლესობა სჭირდება.

მმართველი გუნდის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ის პირი უნდა იყოს, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედებს.

დელეგატები პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში