ქობულეთის საკრებულოს სხდომა

25 ნოემბერი 2024, 14:08 337 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთში. საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილეს. 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტი 87-მილიონ 201 ათასი ლარია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს ქობულეთის მერმა წარუდგინა.

როგორც ლევან ზოიძემ განმარტა, მომავალი წლის ბიუჯეტში  პრიორიტეტებად  კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, ასევე განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხები.

მერმა საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, შეკითხვები შეეხებოდა სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის არასაკმარის რაოდენობას, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის და სოციალური დახმარების პროგრამებს. ასევე საუბარი იყო მუნიციპალური სასაფლაოს მოვლა-შენახვის საკითხზე. 

დღეს სხდომის დაწყებამდე, ქობულეთის გენდერული საბჭოს ინიციატივით, ქობულეთის მერია და საკრებულო, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

 

 

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში