ლავროვი ხვალ სოხუმში ჩადის

17 აპრილი 2017, 00:00 2428 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ სერგეი ლავროვს ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი დიპლომატი რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.  

ლავროვის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს გმობენ თბილისში და ფაქტს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს უწოდებენ. ოპოზიცია კი, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შერბილებულ პოლიტიკაზე საუბრობს, რასაც, მათი მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის გააქტიურება მოჰყვა შედეგად.   „ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“,

-  ასე აფასებს  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის   სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს. ქეთევან ციხელაშვილი  საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც საუბრობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი