არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა - სალომე ზურაბიშვილი

23 ნოემბერი 2024, 10:33 118 ნახვა

არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის – ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, რადგან საპარლამენტო საქმიანობისთვის ემზადებოდა.

„არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით, რადგან ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის – ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით შემდეგ ახალ არჩევნებამდე – ამაზე არ იყო ბოლომდე შეთანხმება, მაგრამ მივიდოდით იქამდე, ამის პირობას გაძლევთ. ამისთვის იყო მომზადებული ეს ოპოზიცია, რომელიც არის მრავალფეროვანი და არა წინასწარ შეთანხმებული და ეს კარგია, რადგან ეს არის დემოკრატია. რაც გვაქვს, ეს გვაქვს – ეს არის საწყისი. ჩვენ 33 წელია, ვცხოვრობთ ერთპარტიულ სისტემაში, პატარა გამონაკლისების გარდა, რომლებიც დიდხანს არ გაგრძელდა, თუნდაც „ოცნების“ დასაწყისი პერიოდი. ეს ძალიან რთული მომენტია. მით უმეტეს, როცა ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებს, ერთად იყვნენ იმ საქმეში, რაც არ არის პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება, რომ ახლა ქუჩის პროტესტი მართოს – ისინი არ ემზადებოდნენ ამისთვის; არამედ ემზადები არჩევნებისთვის, ემზადები, რათა პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და იქ კანონები მიიღო, ამ საქმისთვის ხარ მზად და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი