ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2025

21 ნოემბერი 2024, 20:07 303 ნახვა

2025 წლის ხულოს მუნიციპალიტეტის სასტარტო ბიუჯეტი 34 მილიონ 170 000 ლარი იქნება. აქედან პრიორიტეტულ ჩამონათვალში წელსაც ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება კულტურა და სპორტი, ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება.
თვითმმართველობამ მომავალი წლის სასტარტო ბიუჯეტის დაგეგმვისას მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინა წინასწარი შეხვედრების ფარგლებში.
კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მერია 50ზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რომელზეც 12 მილიონზე მეტი დაიხარჯება. თვითმმართველობის სასტარტო ბიუჯეტის საჯარო განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში