19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია სამართალდამრღვევად ცნო. დევიძეს და წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ, ხოლო ანდღულაძეს 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლეს, სხვები კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
მათ, ვისი პროცესიც ჯერ არ გამართულა, ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა ცოტა ხნის წინ ამოეწურათ.