გავრცელებულ ინფორმაციას, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არ ადასტურებენ. კომისიის წევრ გიორგი გოცირიძის განცხადებით, საია ხვალისთვის დაგეგმილ ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის სხდომას აუცილებლად დაესწრება. თუმცა გოცირიძის თქმით, რიგ საკითხებზე ისინი მმართველ გუნდთან ვერ შეთანხმდნენ. კომისიის დატოვებას არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კომისიიდან მათი შესაძლო გასვლის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს.